ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი სოციალური მუშაობის სერტიფიცირების პროგრამის მხარდასაჭერად
24 მაისი

დღეს, 24 მაისს, World Vision საქართველოს, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი-სა და ბავშვთა კეთილდღეობის ლიგას შორის ხელი მოეწერა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს, რომელიც მიზნად ისახავს „სოციალური მუშაობის შესახებ“ საქართველოს კანონისა და „ბავშვთა კოდექსის“ ამუშავების ხელშეწყობას საქართველოში.


თანამშრომლობის ფარგლებში დაგეგმილია პრაქტიკოს სოციალურ მუშაკთა სოციალური მუშაობის სერტიფიცირების პროგრამის განხორციელება, რომელიც მოიცავს შემდეგი სამიზნე ჯგუფების გადამზადებას, მონიტორინგის პროცესსა და  საჭირო საგანმანთლებლო რესურსებით უზრუნველყოფას:

 

  • თვითმმართველობებში დასაქმებული პრაქტიკოსი სოციალური მუშაკები
  • სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს ფარგლებში დასაქმებული სოციალური მუშაკები
  • სპეციალური პენიტენციური სამსახურის მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის დეპარტამენტის პრაქტიკოსი სოციალური მუშაკები

აღნიშნული მემორანდუმი გაფორმდა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „ბავშვთა დაცვისა და კეთილდღეობის სისტემის გაძლიერების ხელშეწყობა“ ფარგლებში, ხოლო დაგეგმილი საქმიანობები განხორციელდება World Vision საქართველოსა და ბავშვთა კეთილდღეობის ლიგის მიერ.