ინტერნეტ უსაფრთხოების გზამკვლევი ბავშვებისა და ზრდასრულებისთვის
25 მარტი

დღეს, World Vision საქართველომ გამართა ონლაინ პრეზენტაცია „ინტერნეტში უსაფრთხოების გზამკვლევი ბავშვებისა და ზრდასრულებისთვის“, რომელიც ინტერნეტის უსაფრთხო გამოყენების წესებსა და რეკომენდაციებს მოიცავს როგორც ბავშვებისთვის, ისე მშობლებისა და მასწავლებლებისთვის.

სკოლის მოსწავლეებისათვის ინტერნეტში არსებული კიბერ საფრთხეების დროულად ამოცნობა და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება განსაკუთრებით მნიშვნელოვანი გახდა პანდემიით გამოწვეული ონლაინ სწავლების პირობებში.

მოსწავლეებისათვის, ასევე მათი მშობლებისა და მასწავლებლებისთვის ინტერნეტის უსაფრთხოდ გამოყენების შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით, World Vision საქართველოს თბილისის ურბანული განვითარების პროგრამის მიერ შეიქმნა ინტერნეტ უსაფრთხოების გზამკვლევები 6-11 წლის მოსწავლეებისთვის, 12-18 წლის მოსწავლეებისთვის და მშობლებისთვის/მასწავლებლებისთვის.

გზამკვლევში შესულია ისეთი საკითხები როგორიცაა:

  • კიბერბულინგი,
  • თამაშზე დამოკიდებულება,
  • სოციალურ ქსელში ქცევის წესები,
  • მავნე პროგრამები,
  • თაღლითობა ინტერნეტში და სხვა.

გზამკვლევის შექმნაზე მუშაობდნენ კავკასიის უნივერსიტეტის კიბერ უსაფრთხოების სპეციალისტები, მაქსიმ იავიჩი და გიორგი იაშვილი, რომლებსაც აქვთ მნიშვნელოვანი ცოდნა და გამოცდილება, მათ შორის მოსწავლეებთან მუშაობის მხრივ.

გზამკვლევების ელექტრონული ვერსიები:

ინტერნეტ უსაფრთხოების გზამკვლევები 6-11 წლის ბავშვებისთვის

ინტერნეტ უსაფრთხოების გზამკვლევები 12-18 წლის მოზარდებისთვის

ინტერნეტ უსაფრთხოების გზამკვლევები მშობლები და მასწავლებლებისთვის

 

აღნიშნული რესურსებით დაინტერესების შემთხვევაში დაგვიკავშირდით: info@worldvision.ge