2024 წლის 26 მარტს, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრსა (TPDC) და დონორ ორგანიზაციებს - საქართველოში გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის
წარმომადგენლობას (UNHCR), World Vision საქართველოს ფონდსა და გუდავაძე პატარკაციშვილის ფონდს შორის. მემორანდუმის მიზანია, ხელი შეუწყოს თავშესაფრის მაძიებელ და ლტოლვილ სკოლის მოსწავლეებს, საჯარო სკოლებში ქართული ენის შესასწავლად მიიღონ დახმარება.
ავსტრიის განვითარების სააგენტოს (ADA) ხელმძღვანელი საქართველოში ალექსანდრე კარნერი World Vision საქართველოს ოფისს ესტუმრა მიმდინარე პროგრამების შედეგების გასაცნობად. World Vision აქტიურად მუშაობს ბავშვთა დაცვისა და ჯანდაცვის სისტემების გაძლიერების მიზნით და სხვადასხვა მნიშვნელოვან აქტივობას ახორციელებს ავსტრიის განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით.
გიზიარებთ, World Vision-ისა და UNHCR-ის ერთობლივი ძალისხმევით შემუშავებულ რიგით მესამე შეფასების ანგარიშს, რომელიც მოიცავს უკრაინიდან ლტოლვილების ძირითადი საჭიროებებს და პრიორიტეტებს, ასევე მტკიცებულებებზე დაფუძნებულ მიგნებებს რაც აუცილებელია სამომავლო ინტერვენციების განსახორციელებლად.
გაეცანით, ორგანიზაციის მიერ განხორციელებული საქმიანობებს შესახებ დეტალურ ინფორმაციას ჩვენს ანგარიშებში.